შემთხვევა თუშეთში

ფშაველი-ომალოს გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, მძღოლმა ვერ დაიმორჩილა ავტომობილი, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში. გარდაცვლილია მანქანაში მყოფი მგზავრი მძღოლი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.