უამინდობა ევროპაში - სტიქიას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

უამინდობაა ევროპაშიც. დასავლეთ ნაწილში მეორე დღეა, ძლიერი ქარიშხალი მძვინვარებს. სტიქიას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.

რამდენიმე ქალაქის აეროპორტი პარალიზებულია, გერმანიისა და ნიდერლანდების ნაწილში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. ქარიშხალი საათში 130 კილომეტრით გადაადგილდება. სტიქიის შედეგად წაქცეული ხეებით მაგისტრალები ბლოკირებულია.

მოსახლეობის ნაწილი გერმანიაში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.