ევროპაში ქარიშხალს ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ევროპაში ქარიშხალს ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, სტიქიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა გერმანიაში, სამი – ნიდერლანდებში, ერთი – ბელგიაში და ერთი – იტალიაში.

ძლიერმა ქარმა გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში ტრანსპორტის მუშაობა შეაფერხა. ნიდერლანდებში შეჩერებულია საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა. გერმანიის ნაწილში შეწყვეტილია მატარებლების მიმოსვლა. ასევე, გაუქმებულია ათობით ავიარეისი და წაქცეული ხეების გამო, ბლოკირებულია ავტომაგისტრალები.

ამასთან, დიდთოვლობაა დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში. შეფერხებულია ტრანსპორტის გადაადგილება. ძლიერმა ქარმა კი, ქვეყანაში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.