თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - რეპორტაჟი ქუთაისიდან

თვითმმართველი ქალაქებიდან მხოლოდ ქუთაისია, სადაც კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი პირველ ტურში ვერ გადალახეს. ქალაქის  მერის ვინაობა სწორედ დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა.

ქუთაისში, საოლქო კომისიის ინფორმაციით, მოქალაქეები საკუთარ პოზიციას დაბრკოლებების გარეშე აფიქსირებენ. გამოვლინდა რამდენიმე პროცედურული დარღვევა. შესაბამისი საჩივრები უკვე საარჩევნო ადმინისტრაციას გადაეგზავნა.

ირმა ჭოლაძე დილიდან აშუქებს მიმდინარე პროცესს.