როგორ მიმდინარეობს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ქუთაისში

სულ 5 თვითმმართველი ქალაქიდან, ქუთაისი ერთადერთია, სადაც მერის ვინაობას სწორედ დღევანდელი არჩევნების შედეგები გამოავლენს. მეორე ტურში აქაც ორი კანდიდატი მონაწილეობს. ქართული ოცნების წარმომადგენელი გიორგი ჭიღვარია და კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან გრიგოლ ვაშაძე.

ამომრჩეველს ბიულეტენში ორივე მათგანის გვარი დახვდება, თუმცა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა და მონაწილეობაზე უარი თქვა.

ირმა ჭოლაძე მუშაობს ქუთაისში.