თურქეთის პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანია არაოფიციალურად გახსნა

თურქეთის პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანია არაოფიციალურად გახსნა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქალაქ იზმირში ჩავიდა და მომხრეებს შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა 24 ივნისს დანიშნულ არჩევნებს „ისტორიული“, ხოლო ოპოზიციური პარტიის ლიდერს ქემალ კილიჩდაროღლუს „დიქტატორი“ უწოდა.

ერდოღანმა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დაგეგმილზე ერთი წლით ადრე დანიშნა. მისი თქმით, თურქეთს ძლიერი პრეზიდენტი სჭირდება, იმისთვის რომ მოსაზღვრე სირიაში ომს და ეკონომიკურ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

თუ ერდოღანი არჩევნებში გაიმარჯვებს, ის თურქეთის პირველი პრეზიდენტი გახდება, რომელსაც შარშან ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად უფლებამოსილება გაეზრდება.