ვადამდელი არჩევნები თურქეთში

თურქეთში ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადებიან.

2019 წლის ნოემბრის ნაცვლად 2018 წლის 24 ივნისს დაგეგმილი არჩევნებით ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი იმ გაზრდილი უფლებამოსილების მიღებას შეეცდება, რომელიც შარშანდელი რეფერენდუმით დაკანონდა. მეშვიდე რეფერენდუმმა ასი წლის წინ შექმნილ მმართველობის სისტემაში ძირეული ცვლილებები მოახდინა. შარშან პრეზიდენტ ერდოღანის ინიციატივით ჩატარებულ რეფერენდუმში მოსახლეობამ ხმა საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლას მისცა.

გივი ბარამიძე გვეტყვის, რა რეაქციები მოჰყვა არჩევნების თარიღის გადამოწევას.