საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში ამ მონაცემმა 3 მილიარდ 5 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 6.5%-ით აჭარბებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.