თსუ-ის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უმაღლეს სასწავლებელში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე გავრცელების წყარო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის არ დადასტურდა.
მცირეა იმ პირთა რაოდენობაც, ვისაც ინფიცირებულთან სამსახურებრივი კავშირი ჰქონდა. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს და ტესტირება უტარდება. ამასთან, მეათე კორპუსში სადეზინფექციო სამუშაოები კიდევ ერთხელ ჩატარდა.