დონალდ ტრამპმა გლობალური სავაჭრო ომი გამოაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის ახალი სატარიფო პოლიტიკა მსოფლიოს ყველა ქვეყანას შეეხო, რუსეთის გარდა. 10%-იანი იმპორტის გადასახადი დაუწესდა საქართველოსაც. მსოფლიო ლიდერები ტრამპის გადაწყვეტილებას გლობალური ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმად აფასებენ. ზოგიერთი ქვეყანა საპასუხო ზომებს ამზადებს. თავად ტრამპი კი მიიჩნევს, რომ ტარიფები სავაჭრო დისბალანსს აღმოფხვრის და ამერიკის ეკონომიკას გააძლიერებს.
ქეთი ჩოხელის ჩართვა #მოამბე