ტრამპის სატარიფო პოლიტიკა
შეერთებული შტატების ახალი სატარიფო პოლიტიკა დღეიდან ძალაში შევიდა. ტრამპის გადაწყვეტილებით, უცხო სახელმწიფოებიდან იმპორტზე, სულ მცირე 10%-იანი ტარიფები ამოქმედდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი სატარიფო განაკვეთი 50%-ს აღწევს. მინიმალური, 10%-ნი ტარიფი შეეხო საქართველოსაც. ჩვენი ქვეყნიდან ექსპორტზე ძირითადად ფეროშენადნობები, ღვინო და მინერალური წყალი გადის.
ტრამპის ახალი გადაწვეტილება უკვე უარყოფითად აისახა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებზე, მათ შორის არის ტრამპის ადმინისტრაციის წევრი, ილონ მასკი. პანიკაა საფონდო ბირჟებზეც. ავტომობილებზე დაწესებული ტარიფების გამო კი რომელიც ძალაში 2 აპრილს შევიდა, „იაგუარ ლენდ როვერი“ დიდ ბრიტანეთში წარმოებული ავტომობილების შტატებში ექსპორტს აჩერებს. ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებლის ამ ნაბიჯს ექსპერტები იმის ერთ-ერთ ნათელ მაგალითად მიიჩნევენ, თუ როგორ მოქმედებს ტრამპის ტარიფები გლობალურ ვაჭრობაზე.
სანამ მსოფლიოს არაერთი ქვეყანა და კომპანია ახალი ტარიფების უარყოფით გავლენაზე საუბრობს, არიან ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს მათთვის შესაძლოა სარგებლის მომტანი გახდეს, მათ შორის არის თურქეთიც, რომელსაც საქართველოს მსგავსად 10 %-ნი ტარიფი დაუწესდა.
თაკო მუშკუდიანი დეტალებით.