ტრამპის მოწოდება

ზელენსკის განცხადებამდე ტრამპმა მოუწოდა მას, 15 მაისს, თურქეთში, პუტინთან შეხვედრას დათანხმებოდა. ამერიკის პრეზიდენტმა დაწერა, რომ პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, არამედ სურს შეხვდეს ხუთშაბათს თურქეთში, რათა განიხილოს სისხლისღვრის შესაძლო დასრულება, ხოლო უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დაეთანხმოს ამას. „მინიმუმ, ისინი შეძლებენ განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა, და თუ არა, ევროპის ლიდერებს და აშშ-ს ეცოდინებათ, როგორია ვითარება და შესაბამისად იმოქმედებენ! მე ეჭვი მეპარება, რომ უკრაინა დადებს გარიგებას პუტინთან, რომელიც მეტისმეტად დაკავებულია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნით, რომელიც ვერ იქნებოდა მოპოვებული ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. გამართეთ შეხვედრა, ახლავე!!!“ – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.