შედგება თუ არა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბულში – უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთისგან ელოდება ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან და პირადად დაელოდება პუტინს თურქეთში, 15 მაისს. ზელენსკის განცხადებით, მის პარტნიორებთან ერთად, ის დიდი ხანია რუსეთს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს. მისივე ინფორმაციით, რუსეთს მაინც მოუწევს ამ ომის დასრულება, ხოლო უკრაინულ მხარეს არანაირი პრობლემა არ აქვს მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაზე და მზად არიან ნებისმიერი ფორმატისთვის. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინას 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა.