ტრაგიკულად გარდაცვლილი უმცროსი ივიკო ჭელიძის სახელობის ტურნირი დაიწყო
დღეს “ბენდელას სტადიონზე” ტრაგიკულად გარდაცვლილი უმცროსი ივიკო ჭელიძის სახელობის ტურნირი დაიწყო – ივიკოს თასი მეხუთედ ტარდება. ტურნირში 2006 წელს დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობენ. მთავარი პრიზისთვის ოთხ ჯგუფში გადანაწილებული 16 გუნდი იბრძოლებს.
ფინალი 25 აპრილს გაიმართება. ტურნირი თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, რომელსაც დედაქალაქის მერია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეხმარებიან. გახსნის ცერემონიაზე მონაწილე გუნდებს საჩუქრად ფორმები გადაეცათ.