მერიამ და თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ პარასპორტსმენ ქალებს 8 მარტი მიულოცეს

15:23, 08.03.2018

პარასპორტსმენ ქალებს 8 მარტი მიულოცეს თბილისის მერიამ და თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ. ჩატარდა პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში ტურნირები.

შეჯიბრებებში საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულმა ქალებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ნაკრებმა პარალიმპიელი ქალბატონებისთვის საჩვენებელი საფეხბურთო მატჩი ჩაატარა.

ტურნირების მონაწილე ქალებს თბილისის მერიამ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

მსგავსი