ცნობილმა პიანისტმა, იუნესკო-ს მშვიდობის ელჩმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ელისო ბოლქვაძემ, იტალიაში, ვენეციის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ტოლმეცოს საერთაშორისო ფესტივალი გახსნა. ღონისძიებაზე ქართველმა პიანისტმა ბეთჰოვენის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა. კონცერტი იტალიის სახელმწიფო რადიოს მიერ პირდაპირ ეთერში გადაიცა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.