ტოკიოს ოლიმპიადა საქართველოს პირველ არხზე

ზაფხულის ოლიმპიადა ტოკიოში. კიდევ ერთი მასშტაბური სპორტული ღონისძიება საქართველოს პირველ არხზე. ოლიმპიურ თამაშებზე 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველო სპორტის 11 სახეობაში, 35 სპორტსმენით წარდგება. კოვიდრეგულაციების გამო, გახსნის ცერემონიალზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. ტოკიო 2020 ოფიციალურად დღეს, 15 საათზე გაიხსნება და 8 აგვისტომდე გაგრძელდება – ოლიმპიურ თამაშებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა პირდაპირ ეთერში, უწყვეტ რეჟიმში შემოგთავაზებთ. იაპონიის დედაქალაქი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მეორედ მასპინძლობს.

ტოკიოს ოლიმპიადა საქართველოს პირველ არხზე – გახსნის ცერემონია დღეს, 15:00 საათზე #1TVSPORT