ქართველი სუმოისტის ისტორიული გამარჯვება.
ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს, იმპერატორის თასის მეორედ მოპოვების შანსი აქვს. ქართველმა სპორტსმენმა დღეს 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა. შედეგად, გორგაძე ტოკიოში მიმდინარე პრესტიჟული ტურნირის – ნაცუ ბაშოს უპირობო ლიდერი გახდა. 25 მარცხის შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ტოჩინოშინმა მონღოლ ჩემპიონთან – იოკოძუნა ჰაკუჰოსთან გამარჯვება მოიპოვა.
30 წლის გორგაძეს ჩემპიონის ტიტულთან სამი შეხვედრაღა აშორებს. კონკურენტებს შორის, რომლებსაც ტოჩინოშინი მომდევნო დღეებში უნდა შეხვდეს, ყველაზე ძლიერად მონღოლი კაკურიო ითვლება. ტურნირის მსვლელობისას მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი წაგებაა.
ნახეთ ერთწუთიანი დაძაბული ორთაბრძოლა და ემოციური კადრები ტოკიოდან.