ტოჩინოშინმა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო დაამარცხა

მორიგი ტრიუმფალური გამარჯვება.

ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა. ლევან გორგაძეს 12 შეხვედრის შემდეგ ბალანსი 12:0-ზე აქვს და იმპერატორის თასის მოგების მთავარი კანდიდატია.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა იაპონელი შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 5:3-ზე აქვს.

შოდაიმ ამ ბაშოზე 7 შეხვედრა მოიგო და 5 წააგო. ლევან გორგაძეს კი 12 ბრძოლიდან 12 გამარჯვება აქვს.