ისტორიული გამარჯვება - ტოჩინოშინმა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო დაამარცხა (ვიდეო)

ნაცუ ბაშოს მე-12 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე დიდი ჩემპიონი – იოკოძუნა ჰაკუჰო იყო, რომლის ანგარიშზეც 40 იუშოა და სუმოს ცოცხალ ლეგენდად ითვლება.

ტოჩინოშინი და ჰაკუჰო აქამდე ოფიციალურ შეხვედრებში 25-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა შეხვედრაში ჰაკუჰომ გაიმარჯვა.

ბრძოლა მონღოლი იოკოძუნას იერიშით დაიწყო, თუმცა ტოჩინოშინმა მეტოქის მიძალების მოგერიება მოახერხა. ორივე სეკიტორიმ მავაშში ჩავლება აიღო და ერთწუთიანი დაძაბული დაპირისპირება დაიწყო. ლევანი მეტოქეს რამდენჯერმე მიაწვა, თუმცა ჰაკუჰო თავს კარგად იცავდა. შეხვედრის მიწურულს ჰაკუჰომ იერიში სცადა, რომელსაც ტოჩინოშინი მომზადებული დახვდა და იოკოძუნა დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ტოჩინოშინმა ამ გამარჯვებით ოძეკის რანგი გაინაღდა და დიდი ჩემპიონის წინააღმდეგ წარუმატებელი შეხვედრების უსიამოვნო ტრადიცია დაასრულა (1:25).

ლევანი გაზაფხულის ბაშოს მარცხის გარეშე ლიდერობს (12:0). ტურნირის მე-13 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე შოდაი იქნება.