თხილის მოსავალი და ფერმერთა გამოწვევები

გაუმჯობესდება თუ არა ქართული თხილის საექსპორტო მაჩვენებელი მიმდინარე წელს – ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ბუნდოვანია, სპეციალისტები გასულ წელთან შედარებით, უკეთესი ხარიხის მოსავალს ელოდებიან, თუმცა უამინდობამ წელს თხილის კრეფის პროცესი სამი კვირით გადაავადა.

ისევ პრობლემაა აზიური ფაროსანაც. შესაბამისად, ექსპერტები ფერმერებს პლანტაციების კიდევ ერთხელ შეწამვლის რეკომენდაციას აძლევენ. მავნებელმა ნარგავები იმდენად დააზიანა, რომ ქართული თხილი ბოლო წლებში საექსპორტო ქვეყნების სამეულიდან ამოვარდა და ახლა მეექვსე პოზიციას იკავებს.

ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ, რა პრობლემები აქვთ ფერმერებს და როგორია მათი მოლოდინი თხილის მოსავალთან დაკავშირებით.