ინფექციური საავადმყოფო ერთ-ერთი პირველი იქნება, სადაც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგოდ ვაქცინაციის პროცესი დაიწყება. თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ როგორც პერსონალი, ისე კლინიკა მზად არის, ვაქცინის ქვეყანაში შემოტანისთანავე, აცრის პროცესში ჩაერთოს.
ინფექციურის ხელმძღვანელი საგანგაშოდ მიიჩნევს ვაქცინაციის მსურველთა დაბალ მაჩვენებელს და განმარტავს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში, აცრის ჩატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.