კინოს დღემდე თეატრს ამჯობინებს, როგორც თავად ამბობს, სპექტაკლში შეიძლება მეორე დღეს უკეთესად ითამაშო, ფილმი კი ამის საშუალებას არ იძლევა. ამის მიუხედავად, საზოგადოებას თეატრთან ერთად, თავი მხატვრულ ფილმებში შესრულებული არაერთი სახასიათო როლით დაამახსოვრა და შეაყვარა. „შეხვედრა მთაში“, „ხევსურული ბალადა“, „დიდოსტატის მარჯვენა“ და კიდევ ბევრი ფილმის საინტერესო პერსონაჟი გამორჩეული სამსახიობო ოსტატობით ითამაშა. მისი კარიერა 100-მდე როლს ითვლის. ქართული კინოსა და თეატრის ცოცხალი ლეგენდა, თენგიზ არჩვაძე დღეს 90 წლის გახდა.