თემატური ჯგუფის დასკვნა

საქართველოში, შესაძლოა, ლუდომანიასთან საბრძოლველად მარეგულირებელი ორგანო შეიქმნას, რომელიც სახელმწიფოს ერთიან პოლიტიკას განსაზღვრავს. ამ საკითხზე მსჯელობა, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყება, რაც პარლამენტში არსებული თემატური ჯგუფის მიერ დადებულ დასკვნას დეპუტატები განიხილავენ. 40-გვერდიანი დასკვნა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების სტატისტიკას, გამოჯანმრთელების არსებულ მეთოდებს, პრევენციულ ღონისძიებებსა და გამოწვევებს ეხება.

დოკუმენტი რეკომენდაციებსაც მოიცავს. დასკვნის თანახმად, გარდა იმისა, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ ბევრია, საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის სარეაბილიტაციო ცენტრების ხელმისაწვდომობისა და კვალიფიციური პერსონალის დეფიციტი. არ არსებობს მკურნალობის კონკრეტული გაიდლაინიც.