თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, გუშინ მეხუთე კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე წარდგნენ ოპერის კამერატა, ლელა მჭედლიძის ხელმძღვანელობით და არიელ ცუკერმანი, დირიჟორი, რომელსაც ფესტივალის საპატიო ქანდაკება გადაეცა მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის. ელისო ვირსალაძის მიერ 40 წლის წინ დაფუძნებული ფესტივალის დასკვნითი საღამო 29 სექტემბერს გაიმართება.