თეატრის საერთაშორისო დღე
აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში თეატრის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. წარმოდგენილი იყო მონოსპექტაკლი „მოდი, გელოდები გენაცვალე“. ღონისძიებაზე ასევე დაანონსდა რამდენიმე ახალი, სახელობითი ჯილდოს დაწესებაც, რომელიც ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თეატრის სხვადასხვა დარგში მოღვაწე ადამიანებს გადაეცემათ. ასევე ითქვა, რომ ფუნქციონირებას იწყებს „ფონდი ქველმოქმედი“, რომელშიც ბიზნესსექტორის 20-მდე ორგანიზაცია გაერთიანდა.