კულტურის მინისტრი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში იმყოფება. თეა წულუკიანი კუნძულ ოკინავის გუბერნატორს შეხვდა. განიხილეს ორ ქვეყანას შორის სპორტული და კულტურული ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა.
ყურადღება გამახვილდა საქართველოში ოკინავური კარატეს ფედერაციის კიდევ მეტად განვითარებაზე და აღინიშნა, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელია საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატეს ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა.
გუბერნატორმა მზაობა გამოთქვა, საქართველოში გამოგზავნოს ინსტრუქტორები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სპორტის ინფრასტრუქტურულ საკითხებზეც.