24 ნოემბერს თბილისში საერთაშორისო ციფრული კონფერენცია გაიმართება. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება საქართველოში მესამედ ტარდება. “თაჩ დიგითალ სამიტის” მხარდამჭერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
კონფერენციას გუგლის, ეარ-ბი-ენ-ბის და ლეგოს ექსპერტები და წარმომადგენლები დაესწრებიან. წელს პირველად მოეწყობა სტარტაპ ექსპო, სადაც სტარტაპებსა და პოტენციურ ინვესტორებს ერთმანეთთან გასაუბრების შესაძლებლობა ექნებათ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს არის ინტელექტუალური პლატფორმა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებსა და ამ სფეროს მრავალ, საინტერესო მიმართულებაზე მომუშავე ორგანიზაციებს აერთიანებს.