თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისი გაუქმდა

18:03, 25.01.2020

თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაუდასტურეს.

ასევე, არ შესრულდება არც 27 იანვარს დაგეგმილი ფრენარეისი პეკინი-ურუმჩი-თბილისი. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფაქტს ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ამის მიზეზად ჩინური მხარე საახალწლო ღონისძიებებს ასახელებს.

სააგენტოში ასევე ამბობენ, რომ რეისები ამავე მიზეზით წინა წლებშიც გაუქმებულა. ქალაქ ურუმჩიდან სამგზავრო თვითმფრინავი 21:35 წუთზე უნდა ჩამოფრენილიყო. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩინური კალენდრით ქვეყანაში ახალი წელი 25 იანვარს აღინიშნება.

მსგავსი