თბილისის პრკურატურის ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუაოები

18:19, 26.08.2026

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, თბილისის პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ახალ შენობაში თბილისის რაიონული პროკურატურები განთავსდება, რომლებიც აქამდე ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ. სამუშაოების მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც. როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, ახალი შენობა მორგებული იქნება პროკურატურის თანამშრომლების საჭიროებებზე. ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი. სამშენებლო სამუშაოების ხარისხსა და მიმდინარეობას, მუნიციპალური განვითარების ფონდი და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები გააკონტროლებენ.

მსგავსი