თბილისის მთავრობის სხდომა
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში ახალგაზრდები ზამთრის ბანაკებსა და სკოლებში მონაწილეობას შეძლებენ. პროგრამით სარგებლობას 14-დან 29 წლამდე ასაკის 2 000-მდე თბილისელი ახალგაზრდა შეძლებს. მსურველებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეუძლიათ.
თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგებზე ისაუბრა. ის 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გაგრძელდება. რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხის ანთება 12 დეკემბერს იგეგმება.