თბილისის მერიაში სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ

თბილისის მერიაში დღეს სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვით, რამდენიმე ბაღში რძე ღვინის შეფუთვით შეიტანეს. მერის მოადგილე ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ კომპანიამ გაფრთხილება გუშინვე მიიღო და სურსათის სააგენტოს ინფორმაციით, ეს ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიში არ ყოფილა.

რაც შეეხება კვების რაციონს, ირაკლი ბენდელიანი განმარტავს, რომ საკვები რაოდენობრივად არ არის შემცირებული და მხოლოდ მენიუ შეიცვალა. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ეს ცვლილება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით მოხდა.