თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი პოლონელი რეჟისორის ფილმით გაიხსნა. „მისტერ ჯონსის“ ჩვენებას რეჟისორიც დაესწრო. ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების პროექტების წარდგენას ინდუსტრიულ პლატფორმაზე. დაგეგმილია შეხვედრები და მასტერკლასები.
ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება – საზეიმო დახურვა და დაჯილდოება კი 10 დეკემბერს შედგება, სადაც ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდებიან.