„თბილისი არენას“ ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელი მიენიჭა

„თბილისი არენას“ ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელი მიენიჭა. ღონისძიება ჯუნიორ NBA-ს გახსნას დაემთხვა, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალთბურთის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მეათედ ტარდება. ლეგენდარული ქართველი კალათბურთელები ევროპისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონები იყვნენ, ოლიმპიურ თამაშებზე კი ვიცე ჩემპიონობა მოიპოვეს.

ოთარ ქორქიას ხელმძღვანელობით 1962 წელს თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა თასის გამარჯვებული გახდა.