„თავისუფალი საქართველო“ მიწათსარგებლობის გენგეგმის შეფასების პროცესში ჩაერთვება

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასების პროცესში ჩაერთვება – ეს განცხადება პარტიაში თბილისის მერის შეთავაზების საპასუხოდ გაკეთდა.

კახა კალაძემ ოპოზიციას დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში თანამშრომლობა გუშინ შესთავაზა. „თავისუფალ საქართველოში“ იმედს გამოთქვამენ, რომ თბილისის მერის განცხადება რეალური ინიციატივაა და არა პიარზე გათვლილი ნაბიჯი.

მათი თქმით, ქალაქის გენერალურ გეგმას თბილისელებისთვის მრავალი პრობლემა უკავშირდება და სწორედ ამიტომ საჭიროა, გეგმაზე მუშაობისას, დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული იყოს.