კახა კალაძე ოპოზიციას დედაქალაქის გენერალური გეგმის შეფასების პროცესში ჩართვას სთავაზობს 
კახა კალაძე ოპოზიციას დედაქალაქის გენერალური გეგმის შეფასების პროცესში ჩართვას სთავაზობს 

თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციას სთავაზობს, დედაქალაქის გენერალური გეგმის შეფასების  პროცესში ჩაერთონ.

როგორც კახა კალაძემ გენგეგმასთან დაკავშირებით პირველი საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დოკუმენტი თბილისის სწორად განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“ეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იყო იმ საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები, რომელბმაც დახმარება გამოთქვეს და ჩაერთვებიან მიწათსარგებლობის დოკუმენტის გეგმის შეფასებაში. მინდა, შევთავაზო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუ ექნებათ სურვილი, გახდნენ თანამონაწილეები ამ დოკუმენტის შეფასებაში, დიდი სიამოვნებით ჩვენი კარები ღიაა, ყოველთვის. მე წინასაარჩევნოდ ვაცხადებდი, რომ მზად ვიქნებით თანამშრომლობისთვის, რადგან დოკუმენტი ჩვენი ქალაქის სწორად განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მათ სურვილი აქვთ ჩართულობის, ჩენ მზად ვართ ამისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.