თავისუფალი ხედვა - რა პრობლემებია საქართველოში აზარტული თამაშების რეგულირების მხრივ

აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ოჯახის წევრი თუ არა, თქვენს ახლო წრეში აუცილებლად იქნება რამდენიმე ადამიანი, რომელიც აზარტული თამაშების დიდი მოყვარულია. საუბარია არა ბანქოს, ნარდის, დომინოს ან და მსგავს უწყინარ თამაშებზე, არამედ აზარტული თამაშების იმ კატეგორიაზე, რომელშიც ადამიანები დიდი ოდენობით ფულს აგებენ. აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული საწარმოების ბრუნვა ბოლო 10 წელიწადში 133-ჯერ გაიზარდა. ბიუჯეტში შენატანები ძალიან დაბალია. რატომ არ ხდება აზარტული თამაშების სექტორის შეზღუდვა საკანონმდებლო დონეზე, მაშინ როცა სოციალური გამოკითხვებით მოსახლეობის 92% უარყოფითად არის განწყობილი ამ ინდუსტრიის მიმართ და მიაჩნია, რომ ის საერთოდ უნდა აიკრძალოს (63%) ან შეიზღუდოს (29%). აზარტული თამაშების ინდუსტრიის შესახებ იხილეთ მერაბ ჯანიაშვილის საავტორო ხედვა.

თავისუფალი ხედვა