შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. თავად აფხაზავას ინფორმაციით, მას უცნობი პირები საკუთარ სადარბაზოში თავს დაესხნენ და სცემეს.
მისივე თქმით, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ თანმხლებსაც, რომლის მეურვეც თავადაა. შემთხვევა ლანჩხუთში, საღამოს, დაახლობით 19:00 საათზე მოხდა. აფხაზავას თქმით, იცის, ვინ დაესხა თავს და პოლიციას ჩვენება უკვე მისცა.