5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის გამო, პოლიციამ კიდევ ოთხი პირი დააკავა, ერთს კი ბრალი წარედგინა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული არიან ტელეკომპანია „ფორმულას“, „იმედის“ და „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტსა და ოპერატორებზე ძალადობაში ბრალდებული პირები. ბრალი კი წარედგინა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორ ილია თვალიაშვილის სასტიკ ცემაში ბრალდებულ ერთ პირს, ის ასევე მონაწილეობდა „ტვ-პირველის“ ოპერატორზე განხორციელებულ თავდასხმაში. თბილისის საქალაქო სასამართლო გასულ დღეებში დაკავებულთა ნაწილის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს.
ვაკო ორმოცაძე აშუქებს პროცესს.