ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმე

არჩილ ტატუნაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმე საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებების მთავარი თემაა.

გაერო, ევროკავშირი, ევროპარლამენტარები, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებები – ყველა მიმართვას ერთი გზავნილი აქვს: ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარდეს საქმის გამოძიება და დადგინდეს, რა გახდა ახალგორიდან 22 თებერვალს გატაცებული 34 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

ექსპერტიზის პროცესში რუსი ექსპერტების ჩართვის მოტივით საოკუპაციო რეჟიმი ცხედრის გადმოცემაზე ისევ უარს ამბობს. ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ გადმოსვენება წამების კვალის გასაქრობად ჭიანურდება. რეზოლუციის პროექტში, რომელსაც პარლამენტი ახლა ამზადებს, მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

ამ დრომდე ღიად რჩება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული კიდევ ორი მოქალაქის საკითხი-გათავისუფლების მიუხედავად, ისინი კვლავ ოკუპირებულ რეგიონში რჩებიან.