ტაქსით მოძრაობის რეგულაციების პირველი ეტაპი

ტაქსით მოძრაობის რეგულაციების პირველი ეტაპი. თბილისის მერია საგზაო უსაფრთხოებისა და საცობებისგან განტვირთვის პროექტს იწყებს.

რეგისტრაცია პირველი აგვისტოდან იწყება. ის მძღოლები, რომლებიც ნოემბრამდე დაწესებულ პროცედურებს არ გაივლიან, დაჯარიმდებიან.

დასაქმებულებს რეგისტრაციით პრობლემის მოგვარების არ სჯერათ და მერიას დამატებითი შემოსავლის მიღებაში ადანაშაულებენ.