თანხების დაუფლების მასშტაბური საერთაშორისო სქემა 

კრიპტო-ვალუტებით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა გახსნილად ცხადდება.

დაკავებულია ისრაელის ერთი და საქართველოს 10 მოქალაქე. თუ გამოძიების მასალებს დავეყრდნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი ისრაელის მოქალაქე იყო, რომელიც ქართველ თანამზრახველებთან ერთად კრიპტო-ვალუტის შეძენით დაინტერესებულ პირებს ეძებდა, მათ კონკრეტულ ვებ-გვერდზე არეგისტრირებდა, კრიპტო-ვალუტების შესაძენად მოქალაქეების მიერ გადახდილ თანხებს კი სქემაში ჩართულები თავად ეუფლებოდნენ. საქმეს ათეულობით დაზარებული ჰყავს, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეები არიან. მათ მიერ დაკარგული თანხების რაოდენობა 600 000 ევროს აჭარბებს, თუმცა ზარალის ოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

დატოვე კომენტარი