თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა

თბილისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობას მასპინძლობს.

30-ზე მეტმა გალერისტმა, თანამედროვე მხატვრებმა, კურატორებმა და არტისტებმა საკუთარი ნამუშევრები მთელი მსოფლიოდან ჩამოიტანეს და თანამედროვე ქართველ ხელოვანებთან ერთად გამოფინეს.

არტისტების სელექცია საკუთარ თავზე სპეციალურმა საბჭომ აიღო. ქართული და მსოფლიო მხატვრობა, ინსტალაცია, ფოტოგრაფია, კერამიკა და თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ნიმუში ერთ სივრცეში პირველად არის წარმოდგენილი და დამთვალიერებელს აჩვენებს, რა ხდება მსოფლიო თანამედროვე ხელოვნებაში დღეს.

„არტ ბაზრობა 2018“ ნახეთ ლიზა ციციშვილის რეპორტაჟში.