თბილისში თანამედროვე ხელოვნების პირველი საერათაშორისო ბაზრობა გაიხსნა [ფოტო]
თბილისში თანამედროვე ხელოვნების პირველი საერათაშორისო ბაზრობა გაიხსნა [ფოტო]

თბილისში თანამედროვე ხელოვნების პირველი საერათაშორისო ბაზრობა გაიხსნა.

გამოფენა-გაყიდვაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდაათი გალერეა და ორმოცი დამოუკიდებელი ხელოვანი იღებს მონაწილეობას.

მონაწილეთა სელექციაზე იმუშავა მოწვეულმა ექსპერტთა ჯგუფმა. თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის (TAF) საბჭოს წევრებს შორის არიან ისეთი პროფესიონალები, როგორიცაა რიტა იანსენი, ბოზარის (Bozar) მრჩეველი კულტურის სფეროს საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში ახლო აღმოსავლეთში და ნიკოლას ვ. ილინი, გუგენჰაიმის სამუზეუმო პროექტების შექმქმნელი ბერლინში, ბილბაოსა და ლას ვეგასში.

თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა დატვირთული იქნება შემეცნებითი პროგრამებით, ლექციებით, მასტერკლასებით და ღია ფორუმებით.

გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართება ღონისძიებები, კერძოდ, Tbilisi Photo Festival – ქართული ფოტოგრაფიის რეტროსპექტივა, გამოფენა 20-ზე მეტი ავტორის 160 ნამუშევარს აერთიანებს და ფოტოგრაფიის განვითარებას სამი საუკუნის ჭრილში გვაჩვენებს.

გამოფენა-გაყიდვა 17 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და ყოველ წელს გაიმართება.