გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატის „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა დღის მეორე ნახევარში დაიწყება, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა. მარინა დარახველიძის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს განბაჟების პროცედურები.
ის კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული მედიკამენტის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება. ამ დროისთვის შეკვეთილია 13 000 კოლოფი “ტამიფლუ”, რომელიც ქვეყანაში შემოვა. 24-საათიან რეჟიმში მომუშავე ამბულატორიები მზად არიან, „ტამიფლუ“ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გასცენ, ტამიფლუ უფასოდ გაიცემა ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში.