თამარ კობერიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

30 წლის თამარ კობერიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას წელიწად-ნახევრის წინ გულმკერდის წინა შუასაყრის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, რომელიც შემდგომ თიმუსის კარცინომად გადაიზარდა. მკურნალობის მიუხედავად, მისი მდგომარეობა დამძიმდა. ამჟამად თამარ კობერიძეს სჭირდება რეანიმაციული მკურნალობა ბინაზე, რაც მოიცავს როგორც სამედიცინო ინვენტარის ქირაობას, ასევე ექთნის მომსახურებას. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ.