ტაიმაუტი - დღის მთავარი ქართული და უცხოური სპორტული სიახლეები
- საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 2020 წლის მსოფლიოს ჩემიონატის მეინ-რაუნდში პოლონეთის ფუტსალის ნაკრები 3-2 დაამარცხა.
- რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე რეზო დავითაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
- არაბეთის გაერთიანებული საემირების დედაქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირზე ძიუდოში ლუკა მაისურაძე (81კგ) ფინალში გავიდა. ქართველი ოქროს მედლისთვის კორეელ სპორტსმენს დაუპირისპირდება.
- „ევროპის ლიგის“ გათამაშების მესამე ტურში, ერთმანეთს ლონდონის „არსენალი“ და პორტუგალიური „გიმარაეში“ შეხვდნენ, „არსენალმა“ დაძაბულ ორთაბრძოლაში „გიმარაეში“ 3-2 დაამარცხა. ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემამ პეპეს თამაში „არსენალის“ რიგებში ყველაზე ცუდად შეაფასა.
- ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს „ჰიუსტონ როკეტსი“ და „მილოუკი ბაქსი“ შეხვდენენ. დაძაბულ ორთაბრძოლაში „ბაქსმა“ 111-117 დაამარცა „როკეტსი“, მილოუკის კალათბურთლებიდან იანის ანტეტოკუნმპო გამოირჩა, მან 28 წუთში – 30 ქულა, 13 მოხსნა და 11 პასი დააგროვა.
ტაიმაუტი