ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი მოზარდები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში

უკვე მეექვსე დღეა, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი 12 მოზარდი და მათი მწვრთნელი არიან. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ტაილანდის მთავრობას დახმარება ამერიკელმა გამომგონებელმა და „სფეის იქს“-ის დამაარსებელმა ილონ მასკმა შესთავაზა.

„სფეის იქს“-ის ჯგუფი ტაილანდში უკვე ჩავიდა. ბავშვების გამოყვანა ვერ ხერხდება. არსებობს საფრთხე, რომ წვიმის სეზონი დაიწყოს და ბავშვები გამოქვაბულში 120 დღის განმავლობაში დარჩნენ, სანამ წყლის დონე არ დაიკლებს.

მოზარდებმა მშობლებს ემოციური წერილები გაუგზავნეს. რას წერენ არქაულ მღვიმეში ჩარჩენილები მშობლებს, ქეთი თუთბერიძე მოგიყვებათ.