სწავლა თამაშით – ორი პედაგოგის იდეა, რომელმაც ქართული ლიტერატურის შესწავლა სახალისო პროცესად აქცია

09:30, 15.10.2026

როგორ გავხადოთ ქართული ლიტერატურის სწავლა უფრო სახალისო და როგორ გავაცნოთ ბავშვებს ქართველი მწერლები ისე, რომ ახალი ინფორმაციის მიღება თამაშის ნაწილად იქცეს – სწორედ ამ კითხვაზე პასუხის ძიება ორმა მასწავლებელმა სამაგიდო თამაშების შექმნით გადაწყვიტა: თავდაპირველად სასწავლო რესურსად ჩაფიქრებული იდეა რამდენიმე განსხვავებული თამაშის საფუძველი გახდა. მოთამაშეები მწერლების პორტრეტებს, ბიოგრაფიებს, ნაწარმოებებსა და გამონათქვამებს ეცნობიან, თანაც ისე, რომ თამაშისთვის წინასწარი ცოდნა აუცილებელი არ არის.

როგორ იქცა იდეა რეალობად – ნახეთ, ანა მეზვრიშვილის სიუჟეტში.

მსგავსი