სვეტიცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი

ორბელიანის მოედანზე სვეტიცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მუსიკალური პროგრამა ორ ნაწილად იყო წარმოდგენილი. პირველ განყოფილებაში ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, ნიკოლოზ რაჭველის, ნატო მეტონიძისა და ანსამბლ „შვიდკაცას“ მონაწილეობით ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა. საღამოს მეორე ნაწილი ახალი თაობის მუსიკოსების მიერ ჯაზის, ელექტრონული და კლასიკური მუსიკის სინთეზით შექმნილ პროექტს დაეთმო.